გადაწყვეტილება N 711 კომისიის აპარატის მუშაკთა 2005 წლის შვებულების გრაფიკის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2004
კომისიის აპარატის მუშაკთა 2005 წლის შვებულების გრაფიკის
დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მუშაკთა 2005 წლის შვებულების გრაფიკი (დანართი 1);
2. კომისიის წევრების მძღოლებისა და ტექნიკური მდივნების შვებულების გრაფიკი განისაზღვროს კომისიის წევრების შვებულების გრაფიკის შესაბამისად;
3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი. ლორია).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
