წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 714 შპს „ულტრაკომუნიკაციების“ ?1414 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 714 / 3

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2004

შპს „ულტრაკომუნიკაციების„ №1414  ლიცენზიის  მოქმედების შეჩერების  თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები.

კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, შპს „ულტრაკომუნიკაციებს„  გამოცხადებული აქვს საერთაშორისო კავშირის განსახორციელებლად სატელეფონო ნომერი – 420000, საბარათო სისტემით მომსახურებისათვის - 420220 და 420222. ზემოაღნიშნული ნომრების მეშვეობით შპს „ულტრაკომუნიკაციები„ ახორციელებს საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიწოდებას, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მოთხოვნათა დარღვევით, რის თაობაზეც კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის მიერ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად ჩატარდა შემოწმება.

კომისიის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ:

1. შპს „ულტრაკომუნიკაციები„ ფლობს №1320 ლიცენზიას – ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურება (მოქმედების ვადა – 2012 წლის 19 ივლისი),   №1376  ლიცენზიას – საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება 8-68 კოდის გამოყენებით (მოქმედების ვადა – 2013 წლის 10 ოქტომბერი)  და  №1414 ლიცენზიას - საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება (მოქმედების ვადა – 2014 წლის 19 სექტემბერი);

2.   „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის, აგრეთვე „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების„ მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის  თანახმად, კავშირგაბმულობის ოპერატორები ვალდებულნი არიან გააფორმონ  მათი ქსელებისა და საშუალებების ურთიერთჩართვის შესახებ ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიწოდების თაობაზე. ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში უნდა აისახოს ზემოაღნიშნული დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული ყველა პირობა, მათ შორის  დებულებები ძირითადი და გაფართოებული მომსახურების მიწოდებისა და ურთიერთჩართვის ტარიფების თაობაზე; დებულების მე-8 მუხლის თანახმად,  მხარეებმა უნდა გაზომონ მათი ქსელებიდან როგორც გამავალი, ასევე შემავალი გამოძახების პარამეტრები, ხოლო მე-9 მუხლის თანახმად, ოპერატორმა უნდა აწარმოოს  მისი მომხმარებლის მიერ წამოწყებული გამოძახების საბილინგო ინფორმაციის აღრიცხვა, რაც უნდა განხორციელდეს დებულების დანართში მოცემული ურთიერთჩართვის მომსახურების სახეების მიხედვით.

3. შპს „ულტრაკომუნიკაციებსა„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„  შორის 2002 წლის 3 დეკემბერს გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. ხელშეკრულების  2.9 პუნქტის თანახმად, მხარეები საკუთარი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფენ გატარებულ (გამავალ და შემომავალ) გამოძახებათა პარამეტრების აღრიცხვას. აღნიშნული პარამეტრების აღრიცხვას კომპანიები ახორციელებენ ურთიერთჩართვის მომსახურების სახეების მიხედვით.

4. შპს „ულტრაკომუნიკაციების„ მიერ კოდის გარეშე საერთაშორისო სატელეფონო კავშირის  განხორციელებისას ერთ შემთხვევაში (კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციით) ხდება მისი ცალკე აღრიცხვა, როგორც  დებულების დანართის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების („ადგილობრივი კავშირის ოპერატორიდან გამავალი საერთაშორისო გამოძახება„), ხოლო სს „საქართველოს ელექტროკავშირისათვის„ წარდგენილ დოკუმენტაციაში, საერთაშორისო კავშირით მომსახურებაზე  შპს „ულტრაკომუნიკაციების„ მიერ გაკეთებულ ოფერტაზე აქსეპტის განმცხადებელი მისივე მომხმარებლების მიერ განხორციელებული გამოძახებები გაფორმებულია, როგორც ლოკალურ ქსელში გამოძახება, რაც  გათვალისწინებულია დებულების დანართის მე-2 პუნქტით  („ადგილობრივი გამოძახება„). აღნიშნული გამოძახებები შპს „ულტრაკომუნიკაციებს„ არ აქვს ცალკე აღრიცხული.  შესაბამისად, სს „საქართველოს ელექტროკავშირი„ შპს „ულტრაკომუნიკაციებს„ უხდის გამოძახების დასრულების ტარიფს, მაშინ როცა საქმე გვაქვს ურთიერთჩართვის დებულების დანართის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ურთიერთჩართვის მომსახურების სახესთან, ანუ ადგილობრივი კავშირის ოპერატორიდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებასთან (როცა ადგილობრივი კავშირის ოპერატორი უშუალოდ არის  ურთიერთჩართული საერთაშორისო ოპერატორთან), რისთვისაც დებულების თანახმად დგინდება გამოძახების წამოწყების ტარიფი. ეს ტარიფი კი გათვალისწინებულია შპს „ულტრაკომუნიკაციებსა„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„  შორის 2002 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.4 პუნქტში, სადაც აღნიშნულია, რომ  სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელიდან შპს „ულტრაკომუნიკაციების„ დაშვების კოდით  კავშირის განხორციელებისათვის ზარის წამოწყების ტარიფი ყოველ ერთ წუთზე შეადგენს 6 თეთრს დღგ-ს ჩათვლით, რომლის გადახდასაც უზრუნველყოფს  შპს „ულტრაკომუნიკაციები„.

კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის დასკვნით, ადგილი აქვს შპს „ულტრაკომუნიაციების„ მიერ ურთიერთჩართვის მომსახურების სახის პარამეტრების არასწორად გაზომვასა და შესაბამისად მასზე გათვალისწინებული ტარიფის   არასწორ აღრიცხვას, რითაც ირღვევა, როგორც  „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების„ მოთხოვნები, ისე ამ ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ საზიანოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის „გ„ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 115-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტისა და მე-6 თავის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  შპს „ულტრაკომუნიკაციების„ №1414   ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

2004 წლის 17 დეკემბერს კომისიაში შედგა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც შპს „ულტრაკომუნიკაციების„ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა წარმოადგინა  სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „ულტრაკომუნიკაციებს„ შორის  ურთიერთშედარებისა და ურთიერთჩათვლის აქტი, სადაც მთლიანო ნაშთი 2004 წლის 1 სექტემბრისთვის სს „საქართველოს ელექტროკავშირის” სასარგებლოდ აღიარებულია 17319.16 ლარის ოდენობით.  კომპანიამ კომისიას წარმოუდგინა აგრეთვე ურთიერთჩართვის ხელშეკრულება სს „საქართველოს ელექტროკავშირთან„, რომლის 2.10 პუნქტის შესაბამისად, სასადგურო ინდექსები: 420000,  420220 და 420222 განსაზღვრულია სატელეფონო ბარათებით  მომსახურებისათვის

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია რომ აღარ არსებობს ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე. კომისიას მიაჩნია რომ შპს „ულტრაკომუნიკაციების„  №1414 ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე წარმოება უნდა შეწყდეს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად, კომისიამ

 

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ულტრაკომუნიკაციების„  №1414 ლიცენზიის  მოქმედების შეჩერების  თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  შპს „ულტრაკომუნიკაციებს”;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნების ორგანიზაბა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                          დიმიტრი ქიტოშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები