გადაწყვეტილება N 715 შპს „ვანექსის“ ¹1285 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2004
შპს ვანექსის„ N1285 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები.
კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, შპს ვანექსს„ გამოცხადებული აქვს საერთაშორისო კავშირის განსახორციელებლად საბარათო სისტემით მომსახურებისათვის სატელეფონო ნომერი 241212. ზემოაღნიშნული ნომრის მეშვეობით შპს ვანექსი„ ახორციელებს საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიწოდებას, კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მოთხოვნათა დარღვევით, რის თაობაზეც კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად ჩატარდა შემოწმება.
კომისიის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ:
1. შპს ვანექსი„ ფლობს №1279 ლიცენზიას მონაცემთა გადაცემა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემით, №1406 ლიცენზიას - მონაცემთა გადაცემა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება, №1407 ლიცენზიას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება, №1286 ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემისა და ქსელით მომსახურება და №1285 ლიცენზიას - საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება.
2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის, აგრეთვე კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების„ მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის თანახმად, კავშირგაბმულობის ოპერატორები ვალდებულნი არიან გააფორმონ მათი ქსელებისა და საშუალებების ურთიერთჩართვის შესახებ ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიწოდების თაობაზე. ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში უნდა აისახოს ზემოაღნიშნული დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული ყველა პირობა, მათ შორის დებულებები ძირითადი და გაფართოებული
მომსახურების მიწოდებისა და ურთიერთჩართვის ტარიფების თაობაზე; დებულების მე-8 მუხლის თანახმად, მხარეებმა უნდა გაზომონ მათი ქსელებიდან როგორც გამავალი, ასევე შემავალი გამოძახების პარამეტრები, ხოლო მე-9 მუხლის თანახმად, ოპერატორმა უნდა აწარმოოს მისი მომხმარებლის მიერ წამოწყებული გამოძახების საბილინგო ინფორმაციის აღრიცხვა, რაც უნდა განხორციელდეს დებულების დანართში მოცემული ურთიერთჩართვის მომსახურების სახეების მიხედვით.
3. შპს ვანექსსა„ და სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის 2002 წლის 25 დეკემბერს გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, მხარეები საკუთარი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფენ გატარებულ (გამავალ და შემომავალ) გამოძახებათა პარამეტრების აღრიცხვას. აღნიშნული პარამეტრების აღრიცხვას კომპანიები ახორციელებენ ურთიერთჩართვის მომსახურების სახეების მიხედვით.
4. შპს ვანექსის„ მიერ კოდის გარეშე საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განხორციელებისას ერთ შემთხვევაში (კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციით) ხდება მისი ცალკე აღრიცხვა, როგორც დებულების დანართის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების (ადგილობრივი კავშირის ოპერატორიდან გამავალი საერთაშორისო გამოძახება„), ხოლო სს საქართველოს ელექტროკავშირისათვის„ წარდგენილ დოკუმენტაციაში, საერთაშორისო კავშირით მომსახურებაზე შპს ვანექსის„ მიერ გაკეთებულ ოფერტაზე აქსეპტის განმცხადებელი მისივე მომხმარებლების მიერ განხორციელებული გამოძახებები გაფორმებულია, როგორც ლოკალურ ქსელში გამოძახება, რაც გათვალისწინებული დებულების დანართის მე-2 პუნქტით (ადგილობრივი გამოძახება„). აღნიშნული გამოძახებები შპს ვანექსის„ მიერ არ არის ცალკე აღრიცხული. შესაბამისად, სს საქართველოს ელექტროკავშირი„ შპს ვანექსს„ უხდის გამოძახების დასრულების ტარიფს, მაშინ როცა საქმე გვაქვს ურთიერთჩართვის დებულების დანართის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ურთიერთჩართვის მომსახურების სახესთან, ანუ ადგილობრივი კავშირის ოპერატორიდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებასთან (როცა ადგილობრივი კავშირის ოპერატორი უშუალოდ არის ურთიერთჩართული საერთაშორისო ოპერატორთან), რისთვისაც დებულების თანახმად დგინდება გამოძახების წამოწყების ტარიფი. ეს ტარიფი კი გათვალისწინებულია შპს ვანექსსა„ და სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის 2002 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.1 პუნქტში, სადაც აღნიშნულია, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელიდან შპს ვანექსის„ დაშვების კოდით კავშირის განხორციელებისათვის ზარის წამოწყების ტარიფი ყოველ ერთ წუთზე შეადგენს 6 თეთრს დღგ-ს ჩათვლით, რომლის გადახდასაც უზრუნველყოფს შპს ვანექსი„.
კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის დასკვნით, ადგილი აქვს შპს ვანექსის„ მიერ ურთიერთჩართვის მომსახურების სახის პარამეტრების არასწორად გაზომვასა და შესაბამისად მასზე გათვალისწინებული ტარიფის არასწორ აღრიცხვას, რითაც ირღვევა, როგორც კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების„ მოთხოვნები, ისე ამ ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები სს საქართველოს ელექტროკავშირის„ საზიანოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ„ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 115-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ„ ქვეპუნქტისა და მე-6 თავის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ვანექსის„ N1285 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
2004 წლის 17 დეკემბერს კომისიაში შედგა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც შპს ვანექსის„ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2004 წლის 31 მაისიდან პარტნიორებთან როუმინგული მომსახურების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ასს 24-ს ნომერი 241212 მიკუთვნებულ იქნა როუმინგული მომსახურებისათვის, რამაც საჭირო სამართლებრივი და საანგარიშსწორებო დოკუმენტალური ასახვა ვერ ჰპოვა. ამ ეტაპზე უკვე განისაზღვრა მომსახურების სახეების მიხედვით მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების დაზუსტებული ფორმა (რაც წარმოდგენილია კომისიაში), ხოლო სს საქართველოს ელექტროკავშირთან„ 2002 წლის 25 დეკემბერს გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში„ განხორციელებულია შესაბამისი ცვლილებები, რაც ასევე წარმოდგენილია კომისიაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შემოსულია სს საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის ბ-ნ მ. კანკავას 2004 წლის 21 დეკემბრის N14-2/3-188 წერილი, რომლითაც იტყობინება, რომ 241212 სატელეფონო ნომრით განხორციელებულ გამოძახებებზე შპს ვანექსს„ საფასური სრულად აქვს დაფარული დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია რომ აღარ არსებობს ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე. კომისიას მიაჩნია რომ შპს „ვანექსის”-ს №1285 ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე წარმოება უნდა შეწყდეს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვანექსის”-ს №1285 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს „ვანექსს”;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნების ორგანიზაბა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი
