წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 719 შპს “პირველი რადიო ”-ს ¹ 1115 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 719 / 6

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2004

შპს „პირველი რადიო ”-ს N 1115 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა  შპს „პირველმა რადიომ” კომპანიის N1115 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ამავე დროს ლიცენზიის სახეობად საეთერო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების განსაზღვრის თაობაზე.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის N443 (03.09.2004წ.) გადაწყვეტილებით შპს „პირველ რადიო”-ს განესაზღვრა N1115 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.

შპს „პირველი რადიო„-ს მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის (10692 ლარი) საწყისი ოდენობის 20% (2138.40 ლარი) კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%  (1069.2 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, ასევე სალიცენზიო მოსაკრებელი (1000 ლარი).

კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონში 2002 წლის 7 მაისს  განხორციელებული ცვლილება-დამატებებით, კანონს დაემატა 453-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომისია გასცემს ლიცენზიებს საერთო, სპეციალიზებულ და სატრანზიტო ტელერადიომაუწყებლობაზე. გამომდინარე იქედან, რომ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის  391 მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება გახდეს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შეცვლა, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე, 34-ე მუხლების, 391-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის  საწყისი  ოდენობის   განსაზღვრისა   და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „პირველ რადიო”-ს N1115 ლიცენზიას 2014 წლის 3 აგვისტომდე;

2.მოდიფიცირებული იქნეს შპს „პირველ რადიო”-ს N1115 ლიცენზია და ლიცენზიის სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: საეთერო საერთო რადიომაუწყებლობა 106,4 მგჰც სიხშირისა და  1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.თბილისი).

3. შპს „პირველი რადიო ” ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

ბ) კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

დ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

ზ) კომისიას წარუდგინოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

თ) კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;

ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

კ) რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის     შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

ლ) უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

მ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;

ნ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე; 

4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (7484.4 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო

დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის

სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

5.სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (7484.4 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

        831.6 ლარი – 2005  წლის 3 სექტემბერი;

        831.6  ლარი - 2006  წლის 3 სექტემბერი;

        831.6  ლარი - 2007  წლის 3 სექტემბერი;

        831.6  ლარი - 2008  წლის 3 სექტემბერი;

        831.6  ლარი - 2009  წლის 3 სექტემბერი;

        831.6  ლარი – 2010  წლის 3 სექტემბერი;

        831.6  ლარი - 2011   წლის 3 სექტემბერი;

        831.6  ლარი - 2012   წლის 3 სექტემბერი;

        831.6  ლარი - 2013   წლის 3 სექტემბერი;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                           დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები