წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 724 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 75 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 724 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 31, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 75 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის  31 დეკემბრის N75 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. წარმოდგენილ კომისიის N 75 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს  1 (ერთი) საკითხი:

ა) სს „ბანკი ქართუსთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

2.  დამტკიცდეს კომისიის N 75  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                              დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები