წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 725 სს “ ბანკი ქართუსთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 725 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 31, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2004

სს „ ბანკი ქართუსთვის„ მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ სს „ბანკი ქართუმ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N10/132, 30.12.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 9008162, 11.12.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (მობილური მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები სათადარიგო ნაწილებით) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა სს „ბანკ ქართუს„  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 9008162, 11.12.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს სს „ბანკმა ქართუ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

           კომისიის თავმჯდომარე                             დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები