გადაწყვეტილება N 74 შპს „ სამაუწყებლო კომპანია “მეცხრე ტალღის” N 604 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2004
მიღების თარიღი თებერვალი 20, 2004
შპს სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის” N 604 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 35, 09.07.03.) მიმართა შპს სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღამ” კომპანიის ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის„ N 604 ლიცენზიის მოქმედების მოდიფიცირების მიზნით კომისიის N 555 (28.10.03.) გადაწყვეტილებით განესაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.
შპს „სამაუწყებლო კომპანია მე-9 ტალღის” მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის (31 174 ლარი) საწყისი ოდენობის 20% (6 234 ლარი) კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% (3 117 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
კომისიის N 432, 12.09.2003 წ. გადაწყვეტილებით შპს სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალლას” გაუგრძელდა N 604 ლიცენზიის მოქმედების ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე და მისი კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით (ამავე კანონის 391 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად) მოდიფიცირდა ლიცენზიის სახე და სახეობა. მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
შპს სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა” აწარმოებს ქ. ფოთში ტელემაუწყებლობას 35-ე სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით. აღნიშნული სიმძლავრე ვერ უზრუნველყოფს ქ. ფოთის ტერიტორიაზე სატელევიზიო სიგნალის სამაუწყებლო დონეს სხვადასხვა ხასიათის ხელშემშლელი სიგნალების (მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის ტერიტოირიიდან გავრცელელბული სატელევიზიო სიგნალების) არსებობის გამო. შექმნილი მდგომარეობა დადასტურებულია ადგილზე სიხშირული სპექტრის მონიტორინგის შედეგებით.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ტექნიკური ექსპერტიზის აქტზე (29.03.03.) თანდართული რადიოსაკონტროლო გაზომვითი სამუშაოების შედეგებზე დაყრდობით სატელევიზიო გადამცემის სიმძლავრის მომატება 250 ვატამდე გააუმჯობესებს N 604 ლიცენზიით განსაზღვრულ სამაუწყებლო ზონაში მაუწყებლობის ხარისხს და არ დაარღვევს ელექტრომაგნიტური თავსებადობის გაწონასწორებულ პირობებს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირებულ იქნეს შპს „სამაუწყებლო კომპანია მე-9 ტალღას” N 604 ლიცენზია და ლიცენზიის საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 35-ე სატელევიზიო არხზე 250 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ფოთში„;
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (16 836,52 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (16 836,52 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
2405.21 ლარი - 2005 წლის 31 იანვრამდე;
2405.21 ლარი - 2006 წლის 31 იანვრამდე;
2405.21 ლარი - 2007 წლის 31 იანვრამდე;
2405.21 ლარი - 2008 წლის 31 იანვრამდე;
2405.21 ლარი - 2009 წლის 31 იანვრამდე;
2405.21 ლარი - 2010 წლის 31 იანვრამდე;
2405.21 ლარი - 2011 წლის 31 იანვრამდე;
4. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
5.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კონტროლის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
