გადაწყვეტილება N 75 შპს “კომესის” ¹ 696 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის და მისი გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2004
მიღების თარიღი თებერვალი 20, 2004
შპს „კომესის” N 696 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე
უარის თქმის და მისი გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „კომესის„ N696 ლიცენზია „სატელევიზიო მაუწყებლობაზე” გაცემული იყო საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1998 წლის 4 აგვისტოს, მოქმედების ვადით 2000 წლის 27 ივნისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ „საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ვადაგასული ლიცენზიის მფლობელების საქმიანობის საკანონმდებლო ფარგლებში მოქცევის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” კომისის 2003 წლის 21 მარტის N 128/17 გადაწყვეტილების თანახმად, ვადაგასული ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს, მათ შორის შპს „კომესს„, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში უნდა უზრუნველეყოთ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განაცხადისა და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა კომისიაში 2003 წლის 15 მაისამდე, რის შესახებაც დაეგზავნათ სათანადო შეტყობინებები. აღნიშნულის თაობაზე შპს „კომესს” ეცნობა 2003 წლის 30 აპრილს (წერილი N 02/0420-03); ამასთანავე შპს „კომესს” განემარტა, რომ განცხადების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაიწყებოდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
შპს „კომესის” მიერ ზემოაღნიშნული განაცხადი და დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოდგენილა.
შპს „კომესმა” ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებით მიმართა კომისიას 2003 წლის 17 დეკემბერს, შვიდი თვის დაგვიანებით, რის თაობაზეც კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
2004 წლის 13 თებერვალს საკითხის ზეპირ მოსმენაზე დადგინდა, რომ შპს „კომესის„ ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუვიდა 2000 წლის 29 ივლისს, ვადაგასული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით კომისიის 2003 წლის 21 მარტის N 128/17 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადა (2003 წლის 15 მაისი) შპს „კომესის” მიერ გაშვებულ იქნა. ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს.
კომისია, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ შპს „კომესს” 2001 წლის მარტიდან 2003 წლის დეკემბრამდე არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშება, არ გადაუხდია რეგულირების ყოველწლიური საფასური „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” კიმისიის 2003 წლის 4 აგვისტოს მიღებული დებულების შესაბამისად. (განვლილი პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშება წარმოდგენილი იქნა 2003 წლის 12 დეკემბერს).
შპს „კომესის” წარმომადგენელს (დირექტორი მ.გაგოშიძე) განემარტა, რომ შპს „კომესის„ მიერ დარღვეულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 4510-ე მუხლის პირველი პუნქტი, ასევე, კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, აგრეთვე, „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია ვერ გააგრძელებს N696 ლიცენზიის მოქმედების ვადას, ვინაიდან „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, „თუ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 36-ე მუხლის პიველი პუნქტის, 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უარი ეთქვას შპს კომესს„ N 696 ლიცენზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე;
2. გაუქმდეს შპს „კომესის” N 696 ლიცენზია „სატელევიზიო მაუწყებლობაზე” მოქმედების ვადის
გასვლის გამო;
3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე.ასანიძე);
4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”გამოქვეყნება; 5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) 10 დღის ვადაში შპს კომესს„ აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,
რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძეს);
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
