გადაწყვეტილება N 76 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 5 ნოემბრის ? 424 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2004
მიღების თარიღი თებერვალი 20, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 5 ნოემბრის
№ 424 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიოკომპანია „ევროპა-TV „-მ (ყოფილი „TV-21”, რომელიც ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს N 2/4-3070 დადგენილებით შეერწყა შპს ავლარს„ და გახდა მისი სამართალმემკვიდრე) 2003 წლის 18 დეკემბერს კომისიას მიმართა განცხადებით (№14) „შპს ტელე-რადიოკომპანია „TV-21”-ის №1141 ლიცენზიისათვის (საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა) მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ” კომისიის 2002 წლის 5 ნოემბრის №424 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და ამავე გადაწყვეტილებით განსაზვრული სატელევიზიო გადამცემის განთავსების ადგილის (გარდაბნის რაიონში, გომბორის გადასახვევთან მდებარე ანძა) შეცვლის თაობაზე. სატელევიზიო გადამცემის ადგილის შეცვლის აუცილებლობას შპს ტელე-რადიოკომპანია „ევროპა- TV „ ასაბუთებს ტექნიკური ნაგებობისა და მოწყობილობების დარბევის შემთხვევებით, რასაც ადგილი ქონდა სატელევიზიო გადამცემის ექსპლუატაციის მიმდინარე პერიოდის განმავლობაში.
სატელევიზიო გადამცემის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, შპს ტელე-რადიოკომპანია „ევროპა- TV „-მ წარმოადგინა მეიჯარესთან (შპს მობილფონი„) გაფორმებული ხელშეკრულება (12.01.04), გარდაბნის რაიონის ს. ტაბახმელას ტერიტორიაზე სატელევიზიო გადამცემი ანძის მოწყობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ გარდაბნის რაიონში, სოფელ ტაბახმელაში არსებულ ანძაზე გადამცემის განთავსების შემთხვევაში შპს ტელე-რადიოკომპანია „ევროპა-TV”-ს გადამცემის გამოსხივება არ გააუარესებს ეთერში ელექტრომაგნიტური თავსებადობის არსებულ პირობებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „შპს ტელე-რადიოკომპანია „TV-21”-ის №1141 ლიცენზიისათვის (საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა) მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ” კომისიის 2002 წლის 5 ნოემბრის №424 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ სატელევიზიო გადამცემის განთავსების ადგილად განისაზღვროს ს.ტაბახმელაში მდებარე ანძა (გარდაბნის რაიონი);
2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე.ასანიძე)
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
