წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 77 ,,შპს “რადიო საქართველოს” ¹¹ 540, 541, 542, 543, 544 და 636 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივლისის ¹363 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის

ნომერი: 77 / 14

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2004

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2004

,,შპს „რადიო საქართველოს” NN 540, 541, 542, 543, 544 და 636 ლიცენზიების  მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივლისის N363 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მომართა შპს ,,რადიო საქართველომ’’ (6.02.2004 N35/04) ,,შპს „რადიო საქართველოს” NN 540, 541, 542, 543, 544 და 636 ლიცენზიების  მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ’’ კომისიის 2003 წლის 27 ივლისის N363 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ, რომ შპს ,,რადიო საქართველოს’’ N636 ლიცენზიის სახეობად საეთერო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის განსაზღვრის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,რადიო საქართველო’’ კომისიის მიერ გაცემული N636 ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებს რადიომაუწყებლობას 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქალაქებში: ქუთაისი, ხაშური და ბათუმი; ასევე რადიომაუწყებლობას 103.4 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქალაქებში ახალციხე და თელავი, ხოლო N742 ლიცენზიის შესაბამისად, რადიომაუწყებლობას ამავე სიხშირეზე ქ.თბილისში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო საქართველოს” N742 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 16 იანვრის N17/6 გადაწყვეტილებით მოდიფიცირებულ იქნა შპს ,,რადიო საქართველოს’’ N742 ლიცენზია და ლიცენზიის სახეობად განესაზღვრა: საეთერო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა. გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,რადიო საქართველოს’’ მიერ N742 ლიცენზიის საფუძველზე 103.4 მგჰც სიხშირეზე ქ.თბილისში გავრცელებული სამაუწყებლო პროდუქცია ავტომატურ რეჟიმში ვრცელდება N636 ლიცენზიით განსაზღვრულ ქალაქებში, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილების შეტანა ,,შპს „რადიო საქართველოს” NN 540, 541, 542, 543, 544 და 636 ლიცენზიების  მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ’’ კომისიის 2003 წლის 27 ივლისის N363 გადაწყვეტილებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 453-ე   მუხლების საფუძველზე კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „შპს „რადიო საქართველოს” NN 540, 541, 542, 543, 544 და 636 ლიცენზიების  მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ’’ კომისიის 2003 წლის 27 ივლისის N363 გადაწყვეტილების მე-2 მუხლის ვ) ქვეპუნქტში და ლიცენზიის სახეობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლიცენზიის სახეობა: საეთერო სპეციალიზებული (გასართობი)  რადიომაუწყებლობა;’’

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                      ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები