წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 78 „სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურზე ანგარიშების ტიპიური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ

ნომერი: 78 / 14

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2004

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2004

„სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურზე ანგარიშების ტიპიური ფორმის დამტკიცების თაობაზე„ კომისიის დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მოწონებულ იქნას წარმოდგენილი დადგენილების პროექტი „სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურზე ანგარიშების ტიპიური ფორმის დამტკიცების თაობაზე„ (თან ერთვის), სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

2.                  წარედგინოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნისათვის დადგენილების პროექტი „სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურზე ანგარიშების ტიპიური ფორმის დამტკიცების თაობაზე„;

3.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ა) 6 თვის ვადაში;

4.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ეკონომიკურ სამსახურს (გ. ბუთბაია).

კომისიის  თავმჯდომარე                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები