წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 79 ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 79 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2004

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2004

ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე

ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/54-04, 20.02.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N EU/0908/157/05 Invsat JR 004737-PS) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები („Icom”-ის ტიპის გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N EU/0908/157/05 Invsat JR 004737-PS) გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში; 

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის    თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები