გადაწყვეტილება N 08 შპს „ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2004
მიღების თარიღი იანვარი 09, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხმა” კომისიას მიმართა განცხადებით (N 86, 10.11.03) ქ. თბილისში, ქ. ზუგდიდში, ქ. ქუთაისში, ქ. ფოთში და ქ. თელავში რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი”, N 502 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 29.04.2013.) პირობების შესაბამისად, აწარმოებს ტელეპროგრამების ტრანსლირებას ქ. თბილისში 23-ე სატელევიზიო არხზე, 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. რადიოსარელეო სიხშირეები განსაზღვრულია მობილური რადიოსარელეო სისტემების ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხმა” 7924 მგჰც, 7952 მგჰც, 7980 მგჰც, 8008 მგჰც, 8120 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში და 3986 მგჰც, 4070 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ქ. ზუგდიდში, ქ. ქუთაისში, ქ. ფოთში, ქ. თელავში მობილური რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
