წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 80 შპს “ორიონისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 80 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2004

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2004

შპს „ორიონისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ორიონმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 8 დეკემბრის N 5/4-3746 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 01/20; 02.02.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 32123/SO) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ  „კენვუდის„ ტიპის სატერებელ მიმღებ-გადამცემ რადიოსადგურებს.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ნებართვა შპს „ორიონს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციის (N 32123/SO)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ორიონმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები