წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 81 შპს „კონცერნი თექა“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 81 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2004

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2004

შპს „კონცერნი თექა„-სთვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „კონცერნი თექა„-მ (რეგისტრირებული  ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული  სასამართლოს 2002 წლის 26 ნოემბრის  N 4/4-309  დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1-13, 11.02.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 9007031, 12.03.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ საბაზო, სატარებელ და მობილურ მიმღებ-გადამცემ რადიოსადგურებს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „კონცერნი თექა„-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 9007031, 12.03.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „კონცერნი თექა„-მ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები