წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 82 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 27 თებერვლის N 11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 82 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2004

მიღების თარიღი თებერვალი 27, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის 27 თებერვლის N 11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

                   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის                         27 თებერვლის N 11 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 (შპს „საქტელკომ პლუსი„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ) და მე-9 საკითხებზე (ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „ახალ ქსელებს„, ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „ახტელს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ) დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე დღის წესრიგში ნებართვების გაცემის შესახებ საკითხების დამატებით შეტანის მიზნით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

 1. გადაიდოს N 11 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხის (შპს „საქტელკომ პლუსი„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ) განხილვა კომისიაში დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენამდე;

2. გადაიდოს N 11 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-9 საკითხის (ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „ახალ ქსელებს„, ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „ახტელს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ) განხილვა 2004 წლის 5 მარტის კომისიის N 12 სხდომაზე;

3. წარმოდგენილ N 11 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 4 საკითხი:

·  ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტისთვის„, კომპანია „სპი კაპაგ პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის„, ს/ს „ქართული შაქარისთვის„ და შპს „ლომისისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე - სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);

4.  დამტკიცდეს კომისიის N 11 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

 5. უზრუნველყოს კომისიის აპარატის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტმა (დ. ჭანკოტაძე) ინტერნეტში კომისიის გვერდზე 2004 წლის 5 მარტის N 12 სხდომის დღის წესრიგის პროექტის თავისდროული გამოქვეყნება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს                   (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები