გადაწყვეტილება N 83 გაეროს განვითარების პროგრამისთვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2004
მიღების თარიღი თებერვალი 27, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/502-03, 04.12.03), თანდართული ჩამონათვალის შესაბამისად, მაღალსიხშირული მოწყობილოების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოში კომისიის გადაწყვეტილებით (N 265; 19.07.02.) მიენიჭა სიხშირეები 161.300 მგჰც და 166.975 მგჰც, რომლებიც განსაზღვრულია ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებული რეტრანსლატორისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;
2. უზრუნველყოს გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
