გადაწყვეტილება N 87 საზღვაო ხომალდებისთვის (“KAI TAI 1” და “NINO S”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2004
მიღების თარიღი თებერვალი 27, 2004
საზღვაო ხომალდებისთვის („KAI TAI 1” და „NINO S”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით (GMTA-LAF-8/62, 21.01.04 და GMTA-LAF-8/90, 30.01.04.) საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („KAI TAI 1” და „NINO S”) გამოიყენონ ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0499 |
HK Yuntong International Investment Limited |
„KAI TAI 1” |
4LKC |
213 047 000 |
69 341 |
|
2 |
0500 |
Seagate Transport INC |
„NINO S” |
4LKD |
213 144 000 |
- |
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს ( თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
