წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 88 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი საკითხების განხილვის ვადის გადატანის შესახებ

ნომერი: 88 / 21

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2004

მიღების თარიღი თებერვალი 27, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი საკითხების განხილვის ვადის გადატანის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ 2004 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის მიხედვით მ/წლის თებერვლის თვეში გათვალისწინებული იყო კომისიის სხდომაზე განსახილველად აპარატის ეკონომიკური სამსახურის მიერ შემდეგი საკითხების წარდგენა:

·                    ევროკავშირის 2003 წლის მარეგულირებელი დირექტივებისა და რეკომენდაციების შესაბამისად ურთიერთჩართვის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა – წარდგენის ვადა 13 თებერვალი;

·                    „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების გაუქმებისა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე კომისიისათვის ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე დადგენილების პროექტის განხილვა – წარდგენის ვადა 13 თებერვალი;

·                    სატელეკომუნიკაციო დარგში კონკურენტუნარიანი ბაზრის წინაპირობების შექმნისათვის აუცილებელი მოთხოვნებიდან გამომდინარე დანახარჯების აღრიცხვისა და განაწილების ახალი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წესების განხილვა (LRIC) – წარდგენის ვადა 20 თებერვალი;

·                    უნივერსალური მომსახურების დანახარჯების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ტარიფების თაობაზე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წესების განხილვა – წარდგენის ვადა 20 თებერვალი.

კომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ურთიერთჩართვასთან და ქსელის ელემენტებთან შეუზღუდავი დაშვების საკითხებთან დაკავშირებული ვალდებულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული სატელეკომუნიკაციო ბაზრის კონკურნტუნარიანობის განსაზღვრასთან. აგრეთვე, თანამედროვე სატელეკომუნიკაციო დარგის გლობალურ განვითარების ტენდენციებიდან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე მარეგულირებელი იურიდიულ-საკანონმდებლო ბაზა მსოფლიო ბანკის ექსპერტებისა და ევროკავშირის რეკომენდაციებით აგებული უნდა იყოს სატელეკომუნიკაციო ქსელებთან (ელექტრონული კავშირგაბმულობისა და ელექტრონული მედიის საქსელო ინფრასტრუქტურა) და მათი გამოყენებით მომსახურების საკითხებთან (სატელეფონო, გაფართოებული, თანამგზავრული და ფიქსირებული ტელერადიოსამაუწყებლო და სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურების) დაკავშირებით ერთიან მარეგულირებელ პრინციპებზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია თავდაპირველად განსაზღვრულ იქნეს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის პრინციპები და ამოცანები, განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტები და მიმართულებები.

         საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების მიმდინარე ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დანერგვა მოითხოვს ლიცენზიის მფლობელების მომსახურების ტარიფების რებალანსირების შემდგომი ეტაპის განხორციელებას. კონკურენტუნარიანი, ღია საბაზრო პირობებისათვის დამახასიათებელი ტარიფების დონეების ჩამოსაყალიბებლად ლიცენზირებული პირების მიერ რებალანსირებული ტარიფების ოდენობების დადგენის მიზნით რებალანსირების სამუშაო გეგმა ითვალისწინებს მათი საქმიანობის მიმდინარე დანახარჯების განაწილების მოდელების კომისიაში წარმოდგენას.  აღნიშნული დანახარჯების განაწილების მოდელების და ტარიფების გაანგარიშების წარმოდგენის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, წარმოდგენილი მონაცემები მოითხოვს შესაბამის გაანალიზებას დარგის საერთო ეკონომიკური განვითარების ჭრილში. ანალიზის ჩატარების აუცილებლობა, ასევე, განპირობებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული დანახარჯების აღრიცხვისა და განაწილების ახალი მეთოდოლოგიური მიდგომების (LRIC) ეფექტურობის შესაფასებლად. ზემოარნიშნული პროცესის დასრულება შესაძლებელია 2004 წლის მეორე კვარტალში.

         კომისია ამასთანავე, აღნიშნავს, რომ უნივერსალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები წარმოადგენს წმინდა საქსელო ხარჯებს, ანუ ქსელის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ხარჯებს, შესაბამისად უნივერსალური მომსახურების სტრატეგიული პოლიტიკის განსაზღვრამდე და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ„ დადგენილების მიღებამდე უნივერსალური მომსახურების დანახარჯების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ტარიფების თაობაზე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წესების მიღება მ/წლის პირველ კვარტალში შეუძლებელია.

         ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.                              გადატანილი იქნეს კომისიის 2004 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმაში:

·                                                        ევროკავშირის 2003 წლის მარეგულირებელი დირექტივებისა და რეკომენდაციების შესაბამისად ურთიერთჩართვის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ;

·                                                        „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების გაუქმებისა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე კომისიისათვის ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ;

·                                                        სატელეკომუნიკაციო დარგში კონკურენტუნარიანი ბაზრის წინაპირობების შექმნისათვის აუცილებელი მოთხოვნებიდან გამომდინარე დანახარჯების აღრიცხვისა და განაწილების ახალი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წესების განხილვის (LRIC) შესახებ გადაწყვეტილების პროექტი;

2.                              გადატანილი იქნეს კომისიის 2004 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმაში:

·                                            უნივერსალური მომსახურების დანახარჯების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ტარიფების თაობაზე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წესების განხილვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი;

3.                              გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

4.                              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს (ი. ხარებავა)

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები