წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 89 ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ჰალო ტრასტისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 89 / 1

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2004

მიღების თარიღი თებერვალი 27, 2004

ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტისთვის” მაღალსიხშირული  მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ბრიტანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „ჰალო ტრასტმა” კომისიას მიმართა განცხადებით (23.02.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N Abk001) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. მაღალსიხშირული მოწყობილობა („მოტოროლას„ ტიპის მობილური მიმღებ-გადამცემი რადიოსადგური) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ბრიტანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „ჰალო ტრასტს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N Abk001) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს ბრიტანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „ჰალო ტრასტმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;  

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                           ვ. აბაშიძე

           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები