წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 09 შპს „ევროპა ტვ“-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 9 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2004

მიღების თარიღი იანვარი 09, 2004

შპს  „ევროპა  ტვ„-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს   ტელე-რადიო კომპანია „ტვ-XXI”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 თებერვლის N 2/4-3070 დადგენილებით. შპს   ტელე-რადიო კომპანია „ტვ-XXI”-ს 2003 წლის 22 სექტემბრის ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს დადგენილებით შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „ევროპა ტვ„) კომისიას მიმართა განცხადებით (N 04, 20.09.03) ქ. თბილისში, ქ. ზუგდიდში, ქ. ქუთაისში, ქ. გორში, ქ. ახალციხეში და ქ. თელავში რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს ტელე-რადიო კომპანია „ტვ-XXI”,  N 1141 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 20.08.2012.) პირობების შესაბამისად, აწარმოებს ტელეპროგრამების ტრანსლირებას  მე-14 სატელევიზიო არხზე (239-245,75 მგჰც) მეორად საფუძველზე, 50 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.თბილისში სამაუწყებლო სიგნალის შესაბამისი დონის გეოგრაფიულ ფარგლებში). რადიოსარელეო სიხშირეები განსაზღვრულია მობილური რადიოსარელეო სისტემების ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს შპს „ევროპა ტვ„-ს 12848 მგჰც, 12945 მგჰც, 12985 მგჰც, 13065 მგჰც, 13115 მგჰც, 13235 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში  და  12836 მგჰც სიხშირე ქ. გორში,  ქ. ზუგდიდში, ქ. ქუთაისში, ქ. თელავში, ქ. ახალციხეში მობილური რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „ევროპა ტვ„-სთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს „ევროპა ტვ„-მ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.             კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ევროპა ტვ„-სთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

     კომისიის  თავმჯდომარე                                                          ვ. აბაშიძე                                                      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები