გადაწყვეტილება N 93 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2004
მიღების თარიღი მარტი 05, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
2004 წლის 5 მარტის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 12 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ N 12 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ოთხი საკითხი:
· გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში (UNOMIG), შპს საქაერონავიგაციისთვის„, შპს ჯეოსელისთვის„ და შპს ტექნო-მედიისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
2. დამტკიცდეს კომისიის N 12 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
