წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 94 ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი“ჯიხას“ N 1198 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 94 / 6

გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2004

მიღების თარიღი მარტი 05, 2004

ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი„ჯიხას„ N 1198  ლიცენზიის მოქმედების ვადის  გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ასოციაცია ახალგაზრდულმა ცენტრმა „ჯიხამ„ კომპანიის N 1198 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„ სახელზე გაცემული იყო  ლიცენზია N 1198, რომელიც ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას მე-5 მეტრულ არხზე თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით (ქ. წალენჯიხა და მისი მიმდებარე ტერიტორია).

ასოციაცია ახალგაზრდულმა ცენტრმა „ჯიხამ„ კომისიის N 361, 13.07.01. წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, იმავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ დაზუსტებული იქნა სატელევიზიო არხის ტექნიკური პარამეტრები (დეციმეტრული 38-ე სატელევიზიო არხი, გადამცემის სიმძლავრე - 100 ვტ.).

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომისიის N 402 (13.08.2003წ.) გადაწყვეტილებით განისაზღვრა ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრის „ჯიხას„ N 1198 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი. ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„ მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის (5 134,5 ლარი) საწყისი ოდენობის 20% (1 026,9 ლარი) კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%  (513,45 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის  საწყისი  ოდენობის   განსაზღვრისა   და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„ N 1198 ლიცენზიას  2011 წლის 31 დეკემბრამდე;

2. მოდიფიცირებულ იქნეს ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„ N 1198 ლიცენზია და ლიცენზიის სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 38-ე სატელევიზიო არხზე, 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. წალენჯიხაში  და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე;

3. ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხა„  ვალდებულია:

მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

- კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

- კვირაში ერთხელ კომისიას მიაწოდოს და გამოაქვეყნოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

- თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

- გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

- დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

- კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

- განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

- დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;

- უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

- წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

- კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

- რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

- ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე.

4.ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;

5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (3 594,15 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

6. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (3 594,15 ლარი)  გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

798.70 ლარი    - 2004 წლის 31  მარტამდე;

399.35 ლარი    - 2005 წლის 31  იანვრამდე;

399.35 ლარი    - 2006 წლის 31  იანვრამდე;

399.35  ლარი   - 2007 წლის 31  იანვრამდე;

399.35  ლარი   - 2008 წლის 31  იანვრამდე;

399.35  ლარი   - 2009 წლის 31  იანვრამდე;

399.35  ლარი   - 2010 წლის 31  იანვრამდე;

399.35  ლარი   - 2011  წლის 31  იანვრამდე;

7. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

8. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

9. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ  სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

                                     

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები