წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 95 შპს “ახმეტა ტვ 1”-ის, შპს „რიონის“, შპს „გვირგვინის“, შპს „გურიას“, შპს „V არხი“-ის, შპს „ტელეარხი 25“-ის ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმისა და მათი კუთვნილი NN 1140, 251, 324, 1153, 218, 75

ნომერი: 95 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2004

მიღების თარიღი მარტი 05, 2004

შპს „ახმეტა ტვ 1”-ის, შპს „რიონის„, შპს „გვირგვინის„, შპს „გურიას„,  შპს „V არხი„-ის,                        შპს „ტელეარხი 25„-ის ლიცენზიების  მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმისა და მათი კუთვნილი NN 1140, 251, 324, 1153, 218, 753 ლიცენზიების

გაუქმების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 37-ე მუხლის თანახმად, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისთვის ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელსა და გადასახდელს, ხოლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად - ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს სალიცენზიო მოსაკრებელი და, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, ლიცენზიის გაგრძელების მომენტისთვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა, რომლის გადახდის ვადაც დგინდება კომისიის მიერ.

სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრება კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანისა და სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის გათვალისწინებით, კავშირის სახეობის სპეციფიკურობის, ქსელში გადამცემის სადგურების რაოდენობის, გადამცემის გამოსასვლელი სიმძლავრის, ქვეყნის კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის რაოდენობისა და ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით.

ზემოაღნიშნული ნორმატიული ბაზის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებულია (2002 წლის                12 დეკემბერი) დადგენილება „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ", რომლითაც ზუსტად განისაზღვრა კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გამოანგარიშებისა და გადახდის კონკრეტული მექანიზმი და პროცედურა.

          კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის            36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კუთვნილი ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის კომისიას სხვადასხვა დროს განცხადებით მიმართეს: შპს „ახმეტა ტვ 1”-მა (N7/063 25.02.2002წ.), შპს „რიონმა” (N 7/193-03  13.05.2003 წ.),  შპს „გვირგვინმა„ (N 7/285-03  07.07.2003 წ.) და შპს „მეგაკომმა„ (ლიცენზია N 7/294-03 10.07.2003 წ.), რის საფუძველზეც „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. „ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ„ მიღებულ იქნა კომისიის გადაწყვეტილებები: შპს „ახმეტა ტვ 1„-ზე N 126/9 (28.03.03წ.), შპს „რიონზე„ N 309/9 (27.06.03წ.), შპს „გვირგვინზე„ N 485/6 (26.09.03წ.), შპს „გურიაზე„ N 401/9 (13.08.03წ.), შპს „V არხზე„ N 302/9 (27.06.03წ.) და შპს „ტელეარხი-25„-ზე N 536/9 (17.10.03წ.), რომელთა მიხედვითაც განისაზღვრა სალიცენზიო მოსაკრებლისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 30%-ის გადახდის და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენის ერთვიანი ვადები. აღნიშნული გადაწყვეტილებები დაეგზავნათ: შპს „ახმეტა ტვ 1„-ს – (05.05.2003წ.), შპს „რიონს„ (18.08.2003წ.), შპს „გვირგვინს„ (03.10.2003წ.), შპს „გურიას„ (09.09.2003წ.), შპს „V არხს„ (22.07.2003წ.) და შპს „ტელეარხი-25„-ს (29.10.2003წ.). აქვე აღსანიშნავია, რომ                              შპს „მეგაკომის„ N4 ლიცენზიის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და  გადახდის წესის შესახებ კომისიის N 579/9 (14.11.2003წ.) გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია ქ. თბილისის  საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის N3/ა-126 საქმეზე გამოტანილი (16.01.2004წ.) განჩინების საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ აპარატის სამსახურებმა, ლიცენზიის მფლობელ შესაბამის  კომპანიებს სამუშაო რეჟიმში არაერთხელ შეახსენეს კომისიის გადაწყვეტილებებით მათთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელების დროულად ჩარიცხვის აუცილებლობის თაობაზე. მათ, აგრეთვე, ოფიციალურად დაეგზავნათ წერილობითი გამაფრთხილებელი შეტყობინებები, რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა„ ქვეპუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია იძულებული იქნებოდა დაეწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მათი კუთვნილი ლიცენზიების გაუქმების შესახებ.

მ/წლის 27 თებერვლის მდგომარეობით, ლიცენზიის მფლობელი კომპანიების: შპს „ახმეტა ტვ 1”, შპს „რიონის” და შპს „გვირგვინის„ კუთვნილი ლიცენზიების მოქმედების ვადა არ არის გაგრძელებული, რადგანაც მათ მიერ გადაუხდელია სალიცენზიო გადასახდელის 30% (შპს „ახმეტა ტვ 1” - 594.13 ლარი, შპს „რიონი” - 11,782.13 ლარი და შპს „გვირგვინი„ – 1,782.41 ლარი). სალიცენზიო გადასახდელის თანხა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვადის დარღვევით ჩარიცხეს: შპს „გურიამ„ - 1,668.71 ლარი (22 დღე), შპს „V არხმა„ – 155.26 ლარი (24 დღე) და შპს „ტელეარხი 25„-მა  - 5,136.00 ლარი (50 დღე), რითაც მათ დაარღვიეს „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ„ დებულებისა და, შესაბამისად, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წელს საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე (შემდგომში „სპეციალური ანგარიში„) კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის ჩასარიცხი საორიენტაციო თანხა (რომელიც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის  31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოიყენება კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად) მ/წლის 27 თებერვლის მდგომარებით, ზემოაღნიშნული კომპანიებზე რიცხული დავალიანებების გათვალისწინებით, შეადგენს 215,985.01 ლარს. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გამკაცრდეს მოთხოვნები ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიმართ დადგენილ ვადებში სალიცენზიო გადასახდელების ჩარიცხვის გაკონტროლებისა და მათზე კანონის შესაბამისად ზემოქმედების მიზნით.

 ზემოაღნიშნული კომპანიების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მიერ სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაციის (დამატებითი გარემოებების შესახებ) და დავალიანებების ოპერატიულად დაფარვის ვალდებულებების თაობაზე გაკეთებული ოფიციალური განცხადებების გათვალისწინებით, კომისიის წევრებმა კენჭისყრის შედეგად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ე ს:

1.      მიღებულ იქნეს ცნობად აპარატის უფროსის ი. ხარებავას ინფორმაცია კომპანიების მიერ სალიცენზიო გადასახდელების ჩარიცხვის მიმდინარეობის შესახებ;

2.      უზრუნველყოს შპს „ახმეტა ტვ 1„-მა, შპს „რიონმა” და შპს „გვირგვინმა„ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით მათთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელების დავალიანების დაფარვა ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში განხილულ იქნას საკითხი მათი კუთვნილი ლიცენზიების უპირობო გაუქმების შესახებ;

3.      დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე) მომზადებულ და მ/წლის 12 მარტის კომისიის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს კომისიის გადაწყვეტილების პროექტები შპს „გურიას„ N 1153, შპს „V არხის„ N 218 და შპს „ტელეარხი 25„-ის N 753  ლიცენზიების  მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ;

4.      ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინას კომისიისგან ნებართვის მიღების მსურველი კომპანიის მიერ სპეციალურ ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელებლის ჩარიცხვის თაობაზე წერილობითი დადასტურების დროული მიწოდება, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე;

5.      დაევალოს აპარატის ბუღალტერიას (ი. აბულაძე):

ა) სალიცენზიო გადასახდელებლის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმომდგენი კომპანიების მიერ საგადასახადო დავალებების სრულყოფილად შევსების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) აპარატის სამსახურებთან ერთობლივად გადაწყვეტილების პროექტების მომზადებაზე პასუხისმგებლობის გაძლიერება;

გ) კომისიის გადაწყვეტილებებით დადგენილი სალიცენზიო გადასახდელების გადახდის გრაფიკის შესაბამისად სალიცენზიო გადასახდელების ჩარიცხვის მიმდინარეობაზე კონტროლის გამკაცრება;

დ) სალიცენზიო გადასახდელების ჩარიცხვის მდგომარეობის თაობაზე ყოველკვირეული წერილობითი ინფორმაციის სისტემატური წარმოდგენა.

6.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში;

7.      კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის უფროსს                           (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები