წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 97 სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს”, სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 97 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2004

მიღების თარიღი მარტი 05, 2004

სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”,  სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების შესაბამისად მიმართა შპს „ახალმა ქსელებმა„ და შპს „ახტელმა„ სს „საქართველოს ელექტროკავშირთან„ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის მოთხოვნით.

კომისიამ მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა საკითხი დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

სხდომას ესწრებოდნენ: შპს „ახალი ქსელების„ და შპს „ახტელის„ გენერალური დირექტორი ა. იაშვილი, წარმომადგენელი ნ. ჟღენტი,  სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ წარმომადგენელი უ. სეთური.

კომისიის სხდომაზე დაზუსტდა სადავო საკითხები:

1. შპს ახალ ქსელებსა’’ და სს ,,საქართველოს ელექტროკავშირს’’, შპს „ახტელსა„  და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის ლოკალურ ქსელში ანგარიშსწორების საკითხი;

2. შპს „ახალ ქსელებსა’’ და სს ,,საქართველოს ელექტროკავშირს’’, შპს „ახტელსა„  და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის ურთიერთჩართვის წერტილის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხი.

          ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 53-ე და 54-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაინიშნოს სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვა 2004 წლის 19 მარტს 1600 საათზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                       ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები