წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 99 შპს “საქაერონავიგაციისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 99 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2004

მიღების თარიღი მარტი 05, 2004

შპს „საქაერონავიგაციისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს 2003 წლის 17 მარტის N 7/4-1327 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 8/89, 01.03.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 2004-P01, 28.01.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა („VSAT”-ის ტიპის მიწისზედა თანამგზავრული სადგური) გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „საქაერონავიგაციას„ შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით  (N 2004-P01, 28.01.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს შპს „საქაერონავიგაციამ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                               ვ. აბაშიძე

                                

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები