გადაწყვეტილება N 1 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 1 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2005
მიღების თარიღი იანვარი 05, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2005 წლის N 1 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2005 წლის 5 იანვრის N1 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ კომისიის N 1 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს „მზესთვის” ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
ბ) სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე
2. დამტკიცდეს კომისიის N 1 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
