წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 100 შპს “ტესაკო”-სთვის ISPC კოდის მინიჭების შესახებ

ნომერი: 100 / 15

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 18, 2005

შპსტესაკო”-სთვის ISPC კოდის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ტესაკომ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N5/02 21.01.2005წ.) მისთვის ISPC (საერთაშორისო სიგნალის კოდი) კოდის მინიჭების შესახებ.

შპს „ტესაკო„ ფლობს N 1440 ლიცენზიას საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე. ამასთან, ISPC (საერთაშორისო სიგნალის კოდი) კოდს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU–T) რეკომენდაციის თანახმად, ანიჭებს სახელმწიფო და რეგისტრაციაში ატარებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში (ITU).

ISPC კოდი -   2-208-7  კომისიის 2001 წლის 3 სექტემბრის N  413 გადაწყვეტილებით მიენიჭა შპს „ნეოკომს„, ამასთან კომისიის 2002 წლის 26 აპრილის N163 გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს „ნეოკომის„ ლიცენზია N1232 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „ნეოკომი„-სთვის ISPC  კოდი -   2-208-7-ს მინიჭების გაუქმება და შესაბამისად შპს „ტესაკოს„-თვის მინიჭება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ„ ქვეპუნქტისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU–T Q.708) რეკომენდაციის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            გაუქმდეს კომისიის 2001 წლის 3 სექტემბრის N  413 გადაწყვეტილება შპს „ნეოკომი”-სათვის ISPC კოდის მინიჭების შესახებ;

  

2.            მიენიჭოს შპს „ტესაკოს” ISPC კოდი -   2-208-7    N 1440 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

3.            ეთხოვოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებას (ITU-T) რეგისტრაციაში გაატაროს შპს „ტესაკო”-სთვის მინიჭებული ISPC კოდი.

4.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები