წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 101 შპს “მაგთიკომისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 101 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 18, 2005

შპს „მაგთიკომისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „მაგთიკომმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 თებერვლის N 5/4-385 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 235-10, 20.12.04) რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს  „მაგთიკომი”, N 135, 10.07.96. და  N 958, 14.05.99.  ლიცენზიების პირობების შესაბამისად, აწარმოებს ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებას. სიხშირეები განსაზღვრულია კომპანიის საბაზო სადგურების ურთიერთკავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  მე-7  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს შპს „მაგთიკომს”  სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით  ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „მაგთიკომისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;

4.             კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მაგთიკომისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე). 

  კომისიის თავმჯდომარე                                                              დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები