გადაწყვეტილება N 102 შპს „სტარკომისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 18, 2005
შპს სტარკომისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს სტარკომმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 მარტის N 5/4-3147 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/23-05, 21.01.05) კომისიის გადაწყვეტილებით (N43,30.01.2004) მინიჭებული სიხშირეეების გამოყენების ვადის გაგრძელების თაობაზე. შპს „სტარკომი”, N 1372 (ვადა 13.08.2013) ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისი„) გამოყენებით ქ. თბილისში და გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონებში. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს სტარკომს„ 12,317-12,906 გგჰც სიხშირული დიაპაზონი ქ. თბილისში და გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონებში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით N1372 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 13.08.2013)
2. აღირიცხოს შპს სტარკომისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა.დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს სტარკომმა" კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს სტარკომისთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
