წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 104 შპს „დელტანეტისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 104 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 18, 2005

შპს  „დელტანეტისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების   გამოყენებაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „დელტანეტმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის N 5/4-4131 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით  თანდართული ჩამონათვალის შესაბამისად, მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „დელტანეტს” კომისიის გადაწყვეტილებით (N 23/13;  14.01.05) მიენიჭა სიხშირეები  2006 წლის 14 იანვრამდე, რომლებიც განსაზღვრულია ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებული მაღალსიხშირული მოწყობილობებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.            მიეცეს ნებართვა შპს „დელტანეტს” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;

2.            უზრუნველყოს შპს „დელტანეტმა„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის მოქმედი  კანონმდებლობით  გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.            კომისიის N 23/13, 14.01.05.გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული სიხშირეების მინიჭების ვადის ამოწურვის შემდეგ  კომისია განიხილავს წინამდებარე ნებართვის გაუქმების საკითხს;

4.            შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

6.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები