წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 106 შპს “ლოგოსისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 106 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 18, 2005

შპს „ლოგოსისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ლოგოსმა”  (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 10 სექტემბრის N 5ა/4-694 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (16.02.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N401204, 28.01.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „ლოგოსის„ საქმიანობის საგანია კომპიუტერული ტექნიკით, პერიფერიებით, მაკომპლექტირებელი დეტალებით და აქსესუარებით ვაჭრობა; კომპიუტერული პროგრამების დამუშავება, ადაპტირება და რეალიზაცია.  მაღალსიხშირული მოწყობილობები, თანდართული შპს „კრიმინალისტური ექსპერტიზის„ სპეციალისტის ცნობის (N 195-05, 16.02.05) თანახმად, წარმოადგენს სატელიტური კავშირის მიწისზედა მიმღებ-გადამცემ აპარატურას.  

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ლოგოსს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული  დოკუმენტაციით (N 401204, 28.01.05) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ლოგოსმა” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მარტვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები