წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 110 “ საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის ¹720 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნომერი: 110 / 22

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2005

„ საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N720 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატებების  შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N720 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ერთი  გადამცემის გამოყენებით, მე-4 სამაუწყებლო ზონაში.

კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 18 იანვარს ძალაში შევიდა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის კონკურსის წესით გაცემის ახალ პირობებსა და პროცედურებს. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილებისა და დამატებების  შეტანა „საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N720 გადაწყვეტილებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.„საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N720 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი რედაქციის ცვლილებები:

ა) გადაწყვეტილების პირველ პუნქტის „დ” და „ე”   ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2005 წლის 3 ივნისის 13:00  საათი; 

ე) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  მოხდეს 2005 წლის 4 მარტის  17:00 საათამდე;”

ბ) გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის„გ1” „გ2” და „ვ” ქვეპუნქტი:

„გ1) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა განისაზღვროს  5 საათით;

გ2) პროგრამირების მინიმალური მოთხოვნებია:

1. ქართული მხატვრული ფილმები;                      

2. საინფორმაციო გადაცემები;      

3. გასართობი გადაცემები;                        

4.შემეცნებითი გადაცემები;                                  

5. სპორტული გადაცემები;            

6. საბავშვო გადაცემები;                           

7. იუმორისტული გადაცემები.      

                    

ვ) მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2005 წლის 11 მარტი;”

გ) გადაწყვეტილების მე-5, მე-6, მე-17 და მე-18  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ემე-2 პუნქტის შესაბამისად, ეკრძალება:

ა) ადმინისტრაციული ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს ან თანამშრომელს;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირს;

გ) პოლიტიკური პარტიას, პოლიტიკური პარტიის  თანამდებობის პირს.

6.კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება პროგრამირების ასპექტის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით  კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება:

ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა;

ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

17. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

18.   კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა და მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონის სრულად დაფარვა 2 წლის ვადაში;”

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს გადაწყვეტილების მე-7, მე-8, მე-9, მე-11, და მე-13 პუნქტები;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი, რობაქიძის     გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                       დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები