წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 111 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 13 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 111 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2005 წლის N 13 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2005 წლის  25 თებერვლის N13 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. წარმოდგენილ კომისიის N 13 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს  4  (ოთხი) საკითხი:

ა) შპს „აი თი ეს ტრანსკავკასიის” №764 , შპს „სამეგრელოს”№ 419 ლიცენზიების მოქმედების გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს.              გ. სულუხია);

ბ) შპს „ტელეკომპანია ობიექტივი 2”-სთვის სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

გ) შპს „ჯეოსელისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

დ) გაეროს დამკვირვებელთა მიისიისთვის საქართველოში (UNOMIG) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).

2.  დამტკიცდეს კომისიის N 13  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                        დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები