გადაწყვეტილება N 116 შპს „აჭარის ელექტროკავშირისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2005
შპს აჭარის ელექტროკავშირისთვის„ სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს აჭარის ელექტროკავშირმა„ (რეგისტრირებული ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს N01/04-2035, 21.12.2004წ. გადაწყვეტილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 35/7; 27.01.05) სხვადასხვა მიმართულებით მაგისტრალური რადიოსარელეო ხაზის მშენებლობისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს აჭარის ელექტროკავშირი„ N 1449 და N 1450 ლიცენზიების პირობების შესაბამისად აწარმოებს ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით, აგრეთვე, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს აჭარის ელექტროკავშირს„ ერთი წლის ვადით სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს შპს აჭარის ელექტროკავშირისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს შპს აჭარის ელექტროკავშირმა„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს აჭარის ელექტროკავშირისთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2005 წლის 25 თებერვლის N გადაწყვეტილების
დანართი
· ბათუმი ხელვაჩაური (ციფრული)
10415 მგჰც; 10595 მგჰც; 10400 მგჰც; 10580 მგჰც
· ბათუმი მწვანე კონცხი ხულო (ანალოგური)
4000 მგჰც
· ბათუმი სარფი (ციფრული)
4020 მგჰც; 4140 მგჰც; 4350 მგჰც; 4230 მგჰც;
· ბათუმი ქობულეთი (ციფრული)
4530 მგჰც; 4650 მგჰც; 4860 მგჰც; 4740 მგჰც;
· ბათუმი ჩაქვი (ციფრული)
10600 მგჰც; 10720 მგჰც; 10980 მგჰც; 10760 მგჰც;
