გადაწყვეტილება N 117 შპს „რიონისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს რიონმა„ (რეგისტრირებული ქ.ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 18 მაისის N12/4-10 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 9, 28.01.05.) ქ. ქუთაისში რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს რიონი„ ლიცენზიის (N 251, 31.12.2011) პირობების შესაბამისად ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე რაიონებში აწარმოებს ტელემაუწყებლობას 31-ე დეციმეტრულ არხზე 200 ვტ-ის სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით და რადიომაუწყებლობას 105,500 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
რადიოსარელეო სიხშირე განსაზღვრულია სტუდიიდან (ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ.N13) სატელევიზიო ანძამდე რადიო სიგნალის გადასაცემად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს შპს რიონს„ 2290 მგჰც სიხშირე, გატარების ზოლით 14 მგჰც, ქ. ქუთაისში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით N 251 ლიცენზიის მოქმედების ვადით (31.12.2011);
2.აღირიცხოს შპს რიონისთვის„ მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3.უზრუნველყოს შპს რიონმა„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს რიონისთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
