წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 119 ს/ს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 119 / 12

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2005

ს/ს „გაერთიანებული ქართული ბანკის„ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ ს/ს „გაერთიანებულმა ქართულმა ბანკმა„  კომისიას მიმართა განცხადებით (N 2-4.1/47-1876, 13.07.04) სიხშირეების მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების„ 29-ე მუხლის პირველ პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარომოდგენისათვის განუსაზღვრა 15 სამუშაო დღის ვადა.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მითითებულ  ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

          საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            განუხილველად იქნას დატოვებული ს/ს „გაერთიანებული ქართული ბანკის„  განცხადება  სიხშირეების  მინიჭების შესახებ;

2.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

3.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს   (ს. შავგულიძე). 

          კომისიის თავმჯდომარე                                                                  დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები