წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 121 შპს „ივერთმედიის“ განცხადების გენუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 121 / 12

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2005

შპს „ივერთმედიის„ განცხადების გენუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ივერთმედიამ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 38, 29.12.04) 11.7 გგჰც-დან – 12.289 გგჰც-მდე სიხშირული დიაპაზონის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების„ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ამავე წესების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის  თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარომოდგენისათვის განუსაზღვრა 15 სამუშაო დღის ვადა.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მითითებულ  ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

          საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            განუხილველად იქნას დატოვებული შპს „ივერთმედიის„ განცხადება  (N 38, 29.12.04),  სიხშირული დიაპაზონის  მინიჭების შესახებ;

2.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

3.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს   (ს. შავგულიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები