გადაწყვეტილება N 122 შპს „ვიქტორიასთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ვიქტორიამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 ივნისის N 06/4-1010 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 116, 31.01.05) მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს ვიქტორიას, ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის, კომისიის გადაწყვეტილებით (N 375/13, 30.07.04.) მიენიჭა სიხშირეები.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს ვიქტორიას„ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით 2005 წლის 30 ივლისამდე;
2. უზრუნველყოს შპს ვიქტორიამ„ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. კომისიის N 375/13, 30.07.04.გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული სიხშირეების მინიჭების ვადის ამოწურვის შემდეგ კომისია განიხილავს წინამდებარე ნებართვის გაუქმების საკითხს;
4. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
