გადაწყვეტილება N 123 შპს “აი თი ეს ტრანსკავკასიის” ?764 , შპს “სამეგრელოს”? 419 ლიცენზიების მოქმედების გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2005
შპს „აი თი ეს ტრანსკავკასიის” №764 , შპს „სამეგრელოს”№ 419 ლიცენზიების მოქმედების გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის კ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) და გ), 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად, კომისიამ 2004 წლის 23 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება შპს „აი თი ეს ტრანსკავკასიის”-ს N764 და შპს „სამეგრელოს” N 419 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე ერთი თვით.
კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის უფროსის (მ. გოთოშია) და კომისიის მთავარი ბუღალტერის (ი. აბულაძე) 2005 წლის 22 თებერვლის სამსახურებრივი ბარათების შესაბამისად: შპს აი თი ეს ტრანსკავკასიას„, რომელიც ფლობს N764 ლიცენზიას (ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება„, მოქმედების ვადით 01/02/99-დან 11/05/11-მდე), 2005 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით 2001 წლის მაისიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ამასთან მთლიანობაში ერიცხება 542.69 ლარი დავალიანება; ხოლო შპს „სამეგრელოს” რომელიც ფლობს № 419 ლიცენზიას („საეთერო ტელერადიომაუწყებლობა”, მოქმედების ვადით 01/02/99-დან 11/05/11-მდე), 2004 წლის ივნისიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც დაუდგენელია დავალიანების ოდენობა; გარდა ამისა კომპანიას გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 4,811.00 ლარის ოდენობით.
კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის 2005 წლის 14 თებერვლისა და მთავარი ბუღალტერის 2005 წლის 22 თებერვლის მონაცემებით აღნიშნულ კომპანიებს კვლავ დარღვეული აქვთ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლების მოთხოვნები, აგრეთვე გასულია კომისიის მიერ 2004 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილი ერთ თვიანი ვადა, რომელიც დადგენილი იყო კომპანიების მხრიდან ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად.
კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის განმარტებით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს შპს „აი თი ეს ტრანსკავკასიის”-ს N764 და შპს „სამეგრელოს” N 419 ლიცენზიების გაუქმების თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად, კომისიამ
გადაწვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს„აი თი ეს ტრანსკავკასიის”-ს N764 და შპს „სამეგრელოს” N 419 ლიცენზიების გაუქმების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
