გადაწყვეტილება N 124 შპს „ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ისთვის სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ობიექტივი 2„-მა კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების თაობაზე. ტელეკომპანია ობიექტივი 2„ ლიცენზიის (N 0181, 31.07.13.) პირობების შესაბამისად აწარმოებს ტელეპროგრამების ტრანსლირებას ქ. თბილისში 35-ე სატელევიზიო არხზე 2 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. რადიოსარელეო სიხშირე განსაზღვრულია ოფისიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სიგნალის გადასაცემად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს ტელეკომპანია ობიექტივი 2„-ს 10560 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით N 0181 ლიცენზიის მოქმედების ვადით (31.07. 13.);
2.აღირიცხოს ტელეკომპანია ობიექტივი 2„-ისთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3.უზრუნველყოს ტელეკომპანია ობიექტივი 2„-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ტელეკომპანია ობიექტივი 2„-ისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
