წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 127 საეთერო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 127 / 10

გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2005

მიღების თარიღი მარტი 04, 2005

საეთერო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ქალაქი

სამაუწყებლო ზონა

რეგიონი

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

რადიო-სიხშირე მგჰც

სიმძ კვტ

ანტენის გასხივების დიაგრამა

სამაუწყებლო ზონის საშ.რად კმ

FM

თბილისი

1

თბილისი

თბილისის ანძა

44E47; 41N41

100

96.7

1

წრიული

25

ბათუმი

2

აჭარა

ბათუმის ანძა

41E43; 41N41

35

101.9

1

წრიული

20

ყვარელი

3

კახეთი

სანავარდოს ანძა

45E46; 41N58

50

105.7

0.5

წრიული

15

გორი

4

შიდა ქართლი

გორის ანძა

44E03; 42N02

140

102.0

0.5

წრიული

40

დმანისი

5

ქვ. ქართლი

დმანისის ანძა

44E13; 41N22

150

103.0

0.5

წრიული

50

ახალციხე

6

სამცხე-ჯავახეთი

ახალციხის ანძა

42E57; 41N38

35

105.1

0.5

წრიული

40

ქუთაისი

7

იმერეთი

ქუთაისის ანძა

42E44; 42N16

118

102.7

1.5

წრიული

70

ზუგდიდი

10

სამეგრელო

ზუგდიდის ანძა

41E52; 42N30

50

107.7

0.5

წრიული

40

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო სპეციალიზებულ (გასართობი)  რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 3 დეკემბრის N660 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად რვა გადამცემის გამოყენებით მითითებულ სამაუწყებლო ზონებში:

საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2005  წლის 4 მარტის 1300 საათი;   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად 2005 წლის 13 იანვრის 17 საათი. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 50463 (ორმოცდაათი ათას ოთხას სამოცდასამი) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.

განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ,,საეთერო სპეციალიზებულ (გასართობი)  რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 3 დეკემბრის N660 გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესაბამისად წარმოადგინა  შპს „რადიო საქართველომ„.

კომპანიის მიერ წარმოდგრნილმა სამშენებლო ტექნიკურმა დოკუმენტაციამ  გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N7 02.03.2005 წ.), რომ შპს „რადიო საქართველოს” მიერ საეთერო სპეციალიზებულ (გასართობი)  რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან.

ამასთან კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი საეთერო სპეციალიზებულ (გასართობი)  რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა „ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2005 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი. რომელიც განსაზღვრავს საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო საქართველოს” მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. ამავე დროს, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი საეთერო სპეციალიზებულ (გასართობი)  რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2005 წლის 4 მარტის კომისიის საჯარო სხდომაზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა  შპს „რადიო საქართველოს„ გენერალური დირექტორი  გ.ჩიგოგიძე.

კომისიის სხდომაზე დადგინდა შპს „რადიო საქართველოს„ მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტაციის  პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულებების მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 თანახმად: ,,თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილემ შპს „რადიო საქართველოს„ გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა გ.ჩიგოგიძემ დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 50463 (ორმოცდაათი ათას ოთხას სამოცდასამი)  ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43 მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმინობის მარეგულირებელი წესების’’ მე-13 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   საეთერო სპეციალიზებულ (გასართობი)  რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „რადიო საქართველო„, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 50463 (ორმოცდაათი ათას ოთხას სამოცდასამი)  ლარი;   

2.   სალიცენზიო გადასახდელის  20% - 10092,6  (ათი ათას ოთხმოცდათორმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 5046,3 (ხუთი ათას ორმოცდაექვსი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის გამოკლებით (5046,3 - ხუთი ათას ორმოცდაექვსი ლარი და ოცდაათი თეთრი) მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე 2005 წლის 4 აპრილამდე:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326

     -კოდი: 220101830

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050

3.   სალიცენზიო გადასახდელის 10%  5046,3 (ხუთი ათას ორმოცდაექვსი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 2005 წლის 4 აპრილამდე:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.

კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

 

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

   4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 35324,1 (ოცდათხუთმეტი ათას სამას ოცდაოთხი ლარი და 10 თეთრი)  ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

   5. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ს.ბრიტანჩუკი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

   6. კომისიის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

   7. დაევალოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) შპს „რადიო საქართველო”ს მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტებით განსაზღვრული თანხის გადახდიდან 7  სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „რადიო საქართველო”-სათვის საეთერო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;

8. შპს „რადიო საქართველოს” მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტებით განსაზღვრული თანხის 2005 წლის 4 აპრილამდე გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

   9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

   10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                        დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები