გადაწყვეტილება N 128 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2005
მიღების თარიღი მარტი 04, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2005 წლის N 15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2005 წლის 04 მარტის N15 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ამოღებულ იქნეს მ/წლის 04 მარტის N15 დღის წესრიგის პროექტის მეორე საკითხი (მოქალაქე ვახტანგ მუმლაძის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ) მოქ. ვ. მუმლაძის N9/09-05 28.02.05 განაცხადის საფუძველზე;
2. წარმოდგენილ კომისიის N 15 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 5 (ხუთი) საკითხი:
ა) ი/ს „ციცინო ივანიშვილისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ბ) შპს „ორიონისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
გ) შპს „სიტასთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
დ) შპს „ჯეოსელისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ე) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის N691/10 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);
3. დამტკიცდეს კომისიის N 15 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
