წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 129 შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 129 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2005

მიღების თარიღი მარტი 04, 2005

შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიისთვისსიხშირეების მინიჭების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის  რაიონული სასამართლოს 1995 წლის 29 დეკემბრის N 4/4-251 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 108, 22.02.05.) კომისიის გადაწყვეტილებით (N 525, 27.12.02)  მინიჭებული სიხშირეეების გამოყენების ვადის გაგრძელების თაობაზე. შპს  „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია”, N 1336 (ვადა 27.12.12.) ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას MMDS სისტემის გამოყენებით ქ. თბილისში.

„მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას„ 2500-2612 მგცჰ და 2612-2636 მგჰც სიხშირული დიაპაზონები ქ. თბილისში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით N 1336 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 27.12.12.);

2.            აღირიცხოს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა.დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიამ„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.             კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიისთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს.შავგულიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები