წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 131 საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 131 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2005

მიღების თარიღი მარტი 04, 2005

საზღვაო ხომალდებთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით  საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”  საქართველოს  კანონის  42-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  

 გადაწყვიტა:   

1.      მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („MARIAN-B”, „RADISHEV”, „LINA-F” და „ELENA KUDRYAVTSEVA”)  გამოიყენოს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის  ნიშნები:  

N

ნებარ-  თვის N

ხომალდის მფლობელი

ხომალდის

დასახელება

სახმობი

MMSI  N

Selective call

1

0610

Rovies Enterprises Limited

 „MARIAN-B”

4LHF

213 142 000

-

2

0607

Mar del Plata Shipping Ltd.

„RADISHEV”

4LFY

213 114 000

-

3

0608

Supervessel Express Co.

„LINA-F”

4LHA

213 135 000

-

4

0611

Medcharter Limited

„ELENA KUDRYAVTSEVA”

4LHJ

213 145 000

69346

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდზე გაცემული სახმობისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის შესაბამის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის   გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები