წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 132 ი/ს “ციცინო ივანიშვილისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 132 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2005

მიღების თარიღი მარტი 04, 2005

ი/ს „ციცინო ივანიშვილისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს   კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში „კომისია")  აღნიშნავს,  რომ  

ი/ს „ციცინო ივანიშვილმა„ (საჩხერის რაიონული საგადასახადო ინსპექციის მიერ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის N 05/18133; 25.03.03.) კომისიას მიმართა განცხადებებით (N 12 და N 13, 22.02.05.) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 9008317, 13.01.05 და N 3979, 26.01.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები („მოტოროლას„ ტიპის რეტრანსლატორი, საბაზო, მობილური და სატარებელი რადიოსადგურები, აგრეთვე, „კენვუდის„ ტიპის სატარებელი მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ი/ს „ციცინო ივანიშვილს„  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციებით (N 9008317, 13.01.05 და N 3979, 26.01.05) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს ი/ს „ციცინო ივანიშვილმა„  აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები