გადაწყვეტილება N 134 შპს „სიტასთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2005
მიღების თარიღი მარტი 04, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს სიტამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 8 მარტის დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/51, 22.02.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 05R12055, 16.02.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს საავიაციო მიმღებ-გადამცემ რადიოსადგურს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს სიტას„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 05R12055, 16.02.05) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2.უზრუნველყოს შპს სიტამ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
