გადაწყვეტილება N 136 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის ? 691/10 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2005
მიღების თარიღი მარტი 04, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის № 691/10 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია„) 2004 წლის 17 დეკემბერს მიიღო № 691/10 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) პუნქტის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოცხადდა ტენდერი „საბანკო ანგარიშსწორების სისტემის შექმნისა და დანერგვისათვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად”.
კომისია აღნიშნავს, რომ შესყიდვაში მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამს არც ერთ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, შესაბამისად ტენდერში მონაწილეობის შესახებ განაცხადი 2005 წლის 19 თებერვლის 17:00 საათამდე კომისიაში არ შემოსულა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ძალადაკარგულად გამოაცხადოს მისი 2004 წლის 17 დეკემბერის № 691/10 გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2004 წლის 17 დეკემბერის № 691/10 გადაწყვეტილება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების
ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნების ორგანიზაბა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,
რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ
საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
