წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 137 საეთერო სპეციალიზებულ (საგანმანათლებლო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 137 / 10

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2005

მიღების თარიღი მარტი 11, 2005

საეთერო სპეციალიზებულ (საგანმანათლებო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო სპეციალიზებულ (საგანმანათლებლო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 10 დეკემბრის N669 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო სპეციალიზებულ (საგანმანათლებლო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ერთი გადამცემის გამოყენებით თბილისის სამაუწყებლო ზონაში:

N

ქალაქი

სამაუწყებლო ზონა

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

რადიო-სიხშირე მგჰც

სიმძლავრე კვტ

ანტენის გასხივების დიაგრამა

სამაუწყებლო ზონის საშ.რად კმ

FM

1

თბილისი

1

თბილისის ანძა

44E47; 41N41

100

97.1

1

წრიული

25

         კომისიის 2004 წლის 10 დეკემბრის N669 გადაწყვეტილებით განისაზღვრა: საკონკურსო სხდომის თარიღად - 2005  წლის 11 მარტის 1300 საათი;   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად - 2005 წლის 20 იანვრის 17 საათი. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა - 11.583 (თერთმეტი ათას ხუთას ოთხმოცდასამი) ლარით; ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.

განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ,,საეთერო სპეციალიზებულ (საგანმანათლებლო-შემეცნებითი)   რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 10 დეკემბრის N669  გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესაბამისად წარმოადგინა  შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„.

კომპანიის მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო ტექნიკურმა დოკუმენტაციამ  გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში და ხმათა უმრავლესობით დაშვებულ იქნა კონკურსზე (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N8 10.03.2005წ.)

ამასთან კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი საეთერო სპეციალიზებულ (საგანმანათლებლო-შემეცნებითი)   რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა „ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2005 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„ მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. ამავე დროს, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი საეთერო სპეციალიზებულ (საგანმანათლებლო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2005 წლის 11 მარტის კომისიის საჯარო სხდომაზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა  შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„ დირექტორი  გ.კვაბზირიძე.

კომისიის სხდომაზე დადგინდა შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„ მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტაციის  პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულებების მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილემ შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„ დირექტორმა, ბატონმა გ.კვაბზირიძემ დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო სპეციალიზებულ (საგანმანათლებლო-შემეცნებითი)   რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 11.583 (თერთმეტი ათას ხუთას ოთხმოცდასამი)  ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმინობის მარეგულირებელი წესების’’ მე-13 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   საეთერო სპეციალიზებულ (საგანმანათლებლო-შემეცნებითი)   რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 11.583 (თერთმეტი ათას ხუთას ოთხმოცდასამი)   ლარი;     

2.   სალიცენზიო გადასახდელის  20% - 2316.6  (ორი ათას სამას თექვსმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 1158.3 (ერთი ათას ას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის გამოკლებით (1158.3 -  ერთი ათას ას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე 2005 წლის 11 აპრილამდე:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326

     -კოდი: 220101830

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050

3.   სალიცენზიო გადასახდელის 10%  1158.3 (ერთი ათას ას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 2005 წლის 11 აპრილამდე:

                                                            

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.

კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

 

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

   4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 8108.1 (რვა ათას ას რვა ლარი და ათი თეთრი)  ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

   5. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

   6. კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

   7. დაევალოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„ მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტებით განსაზღვრული თანხის გადახდიდან 7  სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„-სათვის საეთერო სპეციალიზებულ (საგანმანათლებლო-შემეცნებითი)   რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;

8. შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„ მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტებით განსაზღვრული თანხის 2005 წლის 11 აპრილამდე გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

   9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

   10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

         კომისიის თავმჯდომარის

         მოვალეობის შემსრულებელი                                             გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები