წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 138 საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 138 / 10

გამოქვეყნების თარიღი მარტი 03, 2005

მიღების თარიღი მარტი 11, 2005

საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 5 ნოემბრის N590 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად შვიდი  გადამცემის გამოყენებით, მე-6 სამაუწყებლო ზონაში.

 

სამაუწყებლო

ზონა

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

სატელევიზიო

 არხი

სიმძლ. კვტ

მაუწყებლობის საშ. რად. კმ.

1

6

ნინოწმინდის

ანძა

43E35; 41N16

35

8

0.02

5

2

6

ახალქალაქის ანძა

43E25; 41N21

60

12

0.02

5

3

6

ახალციხის

ანძა

42E57; 41N38

50

28

0.5

30

4

6

ბორჯომის

ანძა

43E22; 41N49

25

32

0.25

20

5

6

წალკის

ანძა

44E14; 41N38

45

29

0.25

20

6

6

ასპინძა

43E17; 41N33

30

23

0.25

15

7

6

აბასთუმნის

 ანძა

42E52; 41N55

30

34

0.25

15

         კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განისაზღვრა საკონკურსო სხდომის თარიღად - 2005  წლის 28 იანვრის 1300 საათი;   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა -  2004 წლის 16 დეკემბრის 17 საათი. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა - 64181, 25 (სამოცდაოთხი ათას ას ოთხმოცდაერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარი; ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.

         კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2004 წლის 14 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N679 „საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2004 წლის 5 ნოემბრის N590 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად დაზუსტებულ იქნა მე-6 სამაუწყებლო ზონაში ანტენის განთავსების ადგილი და გამომდინარე იქიდან, რომ ანტენის განთავსების ადგილის დაზუსტებას შესაძლოა  გავლენა მოეხდინა ლიცენზიის მაძიებელთა მიერ შესაბამისი სამშენებლო ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენაზე, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა  ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღებისა და  კონკურსის ჩატარების თარიღის გადატანა. კერძოდ, კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადა 2005 წლის 11 მარტი 13:00  საათი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ვადად განისაზღვრა 2005 წლის 27  იანვრის  17:00 საათი.

განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურსის პირობების შესაბამისად შპს „სპექტრმა”  წარმოადგინა.

კომპანიის მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო ტექნიკურმა დოკუმენტაციამ  გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში და ხმათა უმრავლესობით დაშვებულ იქნა კონკურსზე  (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N8 10.03.2005წ.).

ამასთან კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა „ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2005 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სპექტრი„-ს მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. ამავე დროს, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2005 წლის 11 მარტის კომისიის საჯარო სხდომაზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა  შპს „სპექტრის„ წარმომადგენელი ზ.ჩილინგარაშვილი

კომისიის სხდომაზე დადგინდა შპს „სპექტრი„-ს მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტაციის  პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულებების მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილემ შპს „სპექტრი„-ს წარმომადგენელმა, ბატონმა ზ.ჩილინგარაშვილმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 64181, 25 (სამოცდაოთხი ათას ას ოთხმოცდაერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმინობის მარეგულირებელი წესების’’ მე-13 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „სპექტრი„, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 64181, 25 (სამოცდაოთხი ათას ას ოთხმოცდაერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარი;        

2.      სალიცენზიო გადასახდელის  20% - 12836.25  (თორმეტი ათას რვაას ოცდათექვსმეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 6418.125 (ექვსი ათას ოთხას თვრამეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარის გამოკლებით (6418.125  - ექვსი ათას ოთხას თვრამეტი ლარი და ცამეტი თეთრი) მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე 2005 წლის 11 აპრილამდე:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326

     -კოდი: 220101830

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050

3.   სალიცენზიო გადასახდელის 10%  6418.125 (ექვსი ათას ოთხას თვრამეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 2005 წლის 11 აპრილამდე:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.

კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

 

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

   4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 44926.875 (ორმოცდაოთხი ათას ცხრაას ოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი)  ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

   5. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ს.ბრიტანჩუკი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

   6. კომისიის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

   7. დაევალოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) შპს „სპექტრი„-ს მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტებით განსაზღვრული თანხის გადახდიდან 7  სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „სპექტრი„-სათვის საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;

8. შპს „სპექტრი„-ს მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტებით განსაზღვრული თანხის 2005 წლის 11 აპრილამდე გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

   9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

   10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                     გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები